საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 14 აგვისტოს შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ოქმის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს თბილისის 2008 წლის 9 დეკემბრის ოქმი „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 14 აგვისტოს შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2009 წლის 10 თებერვალი.
№984–Iს