„ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციასთან“ შეერთების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
940
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-31
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციასთან“ შეერთების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ბერნის 1979 წლის 19 სექტემბრის, „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1567 დადგენილება - სსმ III, №98, 07.08.2009  წ., მუხ.1075

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს ,,ბერნის 1979 წლის 19 სექტემბრის ,„ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენცია“.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1567 დადგენილება - სსმ III, №98, 07.08.2009  წ., მუხ.1075

2. ,,ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ რატიფიცირებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი:

ა) ,,ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ 22-ე მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, არ გაავრცელოს კონვენციის მე-5 მუხლის პირობები კონვენციის I დანართში შეტანილი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული შემდეგი სახეობების მიმართ:

Marsilea quadrifolia L. მარსილია

Salvinia natans L. All. სალვინია

Vaccinium arctostaphylos L. კავკასიური მოცვი

Dracocephalum ruyschiana L. დრაკოცეფალა

Cyclamen coum Mill. ყოჩივარდა

Typha minima Funk ლაქაში

Zostera marina L. (Med) ზოსტერა

Kosteletzkya pentacarpos ( L.) Ledeb კოსტელეცკია

Paeonia tenuifolia L. იორდასალამი (ლალა);

 ბ) „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ 22-ე მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, არ გაავრცელოს კონვენციის მე-6 მუხლის პირობები კონვენციის II დანართში შეტანილი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული შემდეგი სახეობების მიმართ:

ფრინველები:

Merops apiaster ოქროსფერი კვირიონი

Melanocorypha calandra ველის ტოროლა

Motacilla alba თეთრი ბოლოქანქარა

Emberiza cia კლდის გრატა

Sturnus roseus ვარდისფერი შოშია (ტარბი)

რეპტილიები:

Natrix tessellata წყლის ანკარა

ამფიბიები:

Bufo viridis მწვანე გომბეშო;

გ) „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ 22-ე მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, არ გაავრცელოს კონვენციის მე-6 მუხლის პირობები კონვენციის II დანართში შეტანილი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული გარკვეული სახეობების მიმართ, და უზრუნველყოფს მათ მიმართ კონვენციის მე-7 მუხლით განსაზღვრულ დაცვას, ანუ განიხილავს მათ, როგორც კონვენციის III დანართში შეტანილ სახეობებს. ეს სახეობებია:

ძუძუმწოვრები:

Canis lupus მგელი

Ursus arctos მურა დათვი

Felis silvestris გარეული კატა

ფრინველები:

Ixobrychus minutus მცირე ყარაულა

Accipiter nisus მიმინო

Accipiter gentilis ქორი

Buteo buteo ჩვეულებრივი კაკაჩა

Sterna albifrons მცირე თევზიყლაპია

Sterna hirundo ჩვეულებრივი თევზიყლაპია

Otus scops წყრომი

Upupa epops ოფოფი

Coracias garrulus ყაპყაპი

Dendrocopos major დიდი ჭრელი კოდალა

Hirundo rustica სოფლის მერცხალი

Delichon urbica ქალაქის მერცხალი

Eremophila alpestris რქოსანი ტოროლა

Motacilla flava ყვითელი ბოლოქანქარა

Lanius collurio ჩვეულებრივი ღაჟო

Prunella modularis ტყის ჭვინტაკა

Prunella collaris ალპური ჭვინტაკა

Oenanthe oenanthe ჩვეულებრივი მეღორღია

Oenanthe finischii თეთრზურგა მეღორღია

(მელოტჩიტა)

Oenanthe isabellina ბუქნია-მეღორღია

Phoenicurus ochruros შავი ბოლოცეცხლა

Phoenicurus phoenicurus      ბოლოცეცხლა

Erithacus rubecula     გულწითელა

Parus major დიდი წივწივა (წიწკანა)

Parus caeruleus მოლურჯო წივწივა (წიწკანა)

Sitta europaea ჩვეულებრივი ხეცოცია

Troglodytes troglodytes ჭინჭრაქა (ღობემძვრალა)

Emberiza melanocephala       შავთავა გრატა

Carduelis cannabina ჭვინტა (მეკანაფია)

Carduelis carduelis    ჩიტბატონა

Carduelis spinus შავთავა მწვანულა

Carduelis chloris მწვანულა;

რეპტილიები:

Vipera lebetina გიურზა

Ophysaurus apodus გველხოკერა

Coluber najadum წენგოსფერი მცურავი

Coronella austriaca სპილენძა;

ამფიბიები:

Hyla arborea ჩვეულებრივი ვასაკა;

დ) „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ 22-ე მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, არ გაავრცელოს კონვენციის მე-7 მუხლის პირობები კონვენციის III დანართში შეტანილი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული შემდეგი სახეობების მიმართ:

ძუძუმწოვრები:

Sciurus vulgaris ჩვეულებრივი ციყვი

თევზები:

Coregonus ორაგული (ყველა სახეობა);

ე) „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ 22-ე მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, შეასრულოს კონვენციის IV დანართის პირობები ფაუნის სახეობების დახოცვისა და დატყვევების აკრძალული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ, შემდეგი პირობებით: ,,საქართველო ეთანხმება ხაფანგებისა და მარყუჟების გამოყენების აკრძალვას, მაგრამ უშვებს მათ მიზანმიმართულ და სპეციფიკურ გამოყენებას ძუძუმწოვრების დასაჭერად მხოლოდ სამეცნიერო მიზნებით, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დაკავშირებულია კონკრეტული პრობლემატური ინდივიდის ბუნებიდან ამოღებასთან.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1567 დადგენილება - სსმ III, №98, 07.08.2009  წ., მუხ.1075

3. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადი საქართველოს პარლამენტის მიერ „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ რატიფიცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1567 დადგენილება - სსმ III, №98, 07.08.2009  წ., მუხ.1075

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2008 წლის 30 დეკემბერი.

№940–რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1567 დადგენილება - სსმ III, №98, 07.08.2009  წ., მუხ.1075

 

კრებსითი — სრული ვერსია