საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გიორგი ტუღუშის საქართველოს სახალხო დამცველად არჩევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად არჩეულ იქნეს გიორგი ტუღუში საქართველოს სახალხო დამცველად.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 17 სექტემბრიდან.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2009 წლის 31 ივლისი.
№1585–რს