საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრების არჩევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 73-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებად არჩეულ იქნენ:
ა) ბეჟან ბუცხრიკიძე – ფრაქცია „საქართველოს რეგიონები – მაჟორიტარები“ (კომისიის თავმჯდომარე)
ბ) რამაზ თედორაძე – დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი
გ) კარლო კოპალიანი – ფრაქცია „ძლიერი საქართველო“
დ) პავლე კუბლაშვილი – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ე) ნიკოლოზ ლალიაშვილი – ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“
ვ) რომან მარსაგიშვილი – ფრაქცია „ძლიერი საქართველო“
ზ) გიორგი მელაძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
თ) დავით ნადაშვილი – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ი) გურამ ჩახვაძე – ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“.
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 დეკემბრის №831 დადგენილება - სსმ III, №185, 29.12.2008 წ., მუხ.1906
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ა. ბოლქვაძე
თბილისი,
2008 წლის 5 დეკემბერი.
№670–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 დეკემბრის №831 დადგენილება - სსმ III, №185, 29.12.2008 წ., მუხ.1906