საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 216-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეიქმნას საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია 6 თვის ვადით.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 9 წევრით.
3. კომისიის წევრობის კანდიდატები წარდგენილ იქნენ არა უგვიანეს 2008 წლის 5 დეკემბრისა.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2008 წლის 21 ნოემბერი.
№534–IIს