„საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის №3259-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
498
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-02
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის №3259-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის №3259-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის №3259-Iს დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის მყიდველს უფლება აქვს, ელექტროენერგია შეისყიდოს ელექტროენერგიის ნებისმიერი გამყიდველისგან, თუ მისი წლიური მოხმარება შეადგენს:

ა) 2006–2009 წწ. – არანაკლებ 30 მლნ კვტ.სთ;

ბ) 2010–2012 წწ. – არანაკლებ 7 მლნ კვტ.სთ;

გ) 2013–2015 წწ. – არანაკლებ 3 მლნ კვტ.სთ;

დ) 2016–2017 წწ. – არანაკლებ 1 მლნ კვტ.სთ;

ე) 2017 წ. – 1 კვტ.სთ.“;

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტარიფი უნდა იცავდეს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან და იმავდროულად ენერგოსისტემას უნდა აძლევდეს გრძელვადიანი, მდგრადი ფინანსური და ტექნიკური განვითარების საშუალებას. ამ მიზნების მისაღწევად სატარიფო მეთოდოლოგია სხვადასხვა ტიპის მომხმარებლისთვის შეიძლება ითვალისწინებდეს შემდეგი სახის ტარიფებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ცალ-ცალკე ან მათი ნებისმიერი ერთობლიობით:

ა) სეზონურ ტარიფებს;

ბ) პიკური დატვირთვის (სადღეღამისო) ტარიფებს;

გ) ბიჯურ (მოხმარების მოცულობაზე დაფუძნებულ) ტარიფებს;

დ) გრძელვადიან, წინასწარ დაფიქსირებულ (მათ შორის, ზღვრულ) ტარიფებს;

ე) ზღვრულ ტარიფებს.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2008 წლის 18 ნოემბერი.

№498–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია