საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს მანილას 2008 წლის 11 აგვისტოს და თბილისის 2008 წლის 1 სექტემბრის შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 18 ნოემბერი.
№513–IIს