საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმებისა და საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 სექტემბრის №424 ბრძანებულებით გამოცხადებული და „საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 სექტემბრის №452 და „საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ოქტომბრის №476 ბრძანებულებებით გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თანხმობა მიეცეს საქართველოს პრეზიდენტს „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმებისა და საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 სექტემბრის №424 ბრძანებულებით გამოცხადებული და „საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 სექტემბრის №452 და „საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ოქტომბრის №476 ბრძანებულებებით გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე 2008 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოს შემდეგ ტერიტორიებზე:
– გაგრის რაიონი;
– გუდაუთის რაიონი;
– ქ. სოხუმი და სოხუმის რაიონი;
– გულრიფშის რაიონი, მათ შორის, აჟარის თემი (აჟარა, გენწვიში, ჩხალთა);
– ტყვარჩელის რაიონი;
– ოჩამჩირის რაიონი;
– გალის რაიონი;
– ქ. ცხინვალი და ცხინვალის რაიონი, მათ შორის, ქურთისა და ერედვის თემები;
– ჯავის რაიონი;
– ზნაურის რაიონი;
– ახალგორის რაიონი;
– საჩხერის რაიონის სოფელი პერევი.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 16 ოქტომბერი.
№358–IIს