რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრების არჩევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
324
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-09
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრების არჩევის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრების არჩევის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 73-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებად არჩეულ იქნენ:

ა) პაატა დავითაია – ფრაქცია „ძლიერი საქართველო – ქრისტიან-დემოკრატები“ (კომისიის თავმჯდომარე)

ბ) გიორგი გაბაშვილი – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

გ) ხათუნა გოგორიშვილი – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

დ) გია გოგუაძე – ფრაქცია „საქართველოს რეგიონები – მაჟორიტარები“

ე) ლევან ვეფხვაძე – ფრაქცია „ძლიერი საქართველო – ქრისტიან-დემოკრატები“

ვ) გიორგი თარგამაძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

ზ) რამაზ თედორაძე – დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი

თ) ნიკოლოზ ლალიაშვილი – ფრაქცია „ძლიერი საქართველო – ქრისტიან-დემოკრატები“

ი) დიმიტრი ლორთქიფანიძე – ფრაქცია „ძლიერი საქართველო – ქრისტიან-დემოკრატები“

კ) აკაკი მინაშვილი – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2008 წლის 7 ოქტომბერი.

№324_IIს

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია