რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
292
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-30
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და პოლიტიკური ქმედებების შესწავლის მიზნით:

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. შეიქმნას რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია 3 თვის ვადით.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 10 წევრით.

3. კომისიის წევრობის კანდიდატები წარდგენილ იქნენ ამ დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2008 წლის 26 სექტემბერი.

№292–IIს

კრებსითი — სრული ვერსია