საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის საერთო საზღვრიდან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამოღების ორმხრივი რეჟიმის დამყარებისა და სასაზღვრო დაცვის მიზნით მათი სამომავლო გამოყენების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს ანკარის 2001 წლის 29 იანვრის შეთანხმება „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის საერთო საზღვრიდან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამოღების ორმხრივი რეჟიმის დამყარებისა და სასაზღვრო დაცვის მიზნით მათი სამომავლო გამოყენების აღკვეთის შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2008 წლის 12 სექტემბერი.
№254–IIს