საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმებისა და საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 სექტემბრის №424 ბრძანებულებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თანხმობა მიეცეს საქართველოს პრეზიდენტს „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმებისა და საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 სექტემბრის №424 ბრძანებულებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის 2008 წლის 3 ოქტომბრამდე გაგრძელებაზე, გარდა ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 18 სექტემბერი.
№28I–IIს