საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (ტუბერკულოზის კონტროლის რეგიონალური პროგრამა II)“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს თბილისის 2008 წლის 3 ივნისის შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (ტუბერკულოზის კონტროლის რეგიონალური პროგრამა II)“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 11 ივლისი.
№145–რს