„ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ გენერალური შეთანხმების მესამე ოქმის რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 13 მარტის №4447-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5761
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-02-29
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ გენერალური შეთანხმების მესამე ოქმის რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 13 მარტის №4447-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ გენერალური შეთანხმების მესამე ოქმის რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 13 მარტის №4447-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ გენერალური შეთანხმების მესამე ოქმის რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 13 მარტის №4447-Iს დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ გენერალური შეთანხმების მესამე ოქმთან შეერთების თაობაზე“;

ბ) ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საქართველო შეუერთდეს „სტრასბურგის 1959 წლის 6 მარტის „ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ გენერალური შეთანხმების მესამე ოქმს“.“

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი, 2008 წლის 29 თებერვალი.

№5761–Iს

კრებსითი — სრული ვერსია