„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის№2714-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5683
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2008-02-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის№2714-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს ამომრჩევლებთან ურთიერთობისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფა 534 ლარი. ამ თანხის განკარგვის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2008 წლის 31 იანვარი.

№5683–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია