,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
207
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-11-13
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №207

2009 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №21, მუხლი 238) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 31 ერთეულით.“.

2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. აპარატის შემადგენლობა

ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

ბ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი;

გ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;

დ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბუღალტერი;

ე) სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;

ვ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;

ზ) სახელმწიფო მინისტრის მდივან-რეფერენტი;

თ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე;

ი) მთავარი სპეციალისტი;

კ) წამყვანი სპეციალისტი;

ლ) სამეურნეო მუშაკი;

მ) დამხმარე პერსონალი.“.

3. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

 

თანამდებობა

რაოდენობა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

1

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

2

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი

1

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბუღალტერი

1

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

4

სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

1

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე

1

სახელმწიფო მინისტრის მდივან-რეფერენტი

1

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე

3

მთავარი სპეციალისტი

5

წამყვანი სპეციალისტი

5

სამეურნეო მუშაკი

1

დამხმარე პერსონალი

5

სულ

31. “.

 

    მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია