საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს ჰელსინკის 2007 წლის 11 ოქტომბრის შეთანხმება ,,საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2007 წლის 28 დეკემბერი.
№5655–რს