საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„მიხეილ მაჭავარიანისათვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დავალების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 25 ნოემბრის №226 ბრძანების დადასტურების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადასტურდეს „მიხეილ მაჭავარიანისათვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დავალების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 25 ნოემბრის №226 ბრძანება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2007 წლის 25 ნოემბერი.
№5502–რს