საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და მომხმარებელთა მოთხოვნილებების უზრუნველყოფის თაობაზე“ ოქმის რატიფიცირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს ბათუმის 2007 წლის 26 მაისის ოქმი ,,საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და მომხმარებელთა მოთხოვნილებების უზრუნველყოფის თაობაზე“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 26 სექტემბერი.
№5350_IIს