ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ბრიგადის მონაწილეობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4886
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ბრიგადის მონაწილეობის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ბრიგადის მონაწილეობის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:     

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თანხმობა მიეცეს საქართველოს პრეზიდენტს ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ამერიკის შეერთებული შტატების მე-10 სამთო დივიზიის შემადგენლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ბრიგადის მონაწილეობაზე.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის დადგენილება №195 - სსმ III, №106, 28.07.2008 წ., მუხ.1181

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 8 ივნისი.

№4886–Iს

შეტანილი ცვლილებები:

 1. საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის დადგენილება №195 - სსმ III, №106, 28.07.2008 წ., მუხ.1181

 

 

კრებსითი — სრული ვერსია