საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს 2008 წლის 5 იანვარს.
2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 89-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეშვეობით უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.
3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, უზრუნველყოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2007 წლის 25 ნოემბერი.
№5503–რს