საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 26 ოქტომბრის №502-II ს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 26 ოქტომბრის №502-II ს დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებთან ერთად 2008 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს წარმოუდგინოს „საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტი.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2007 წლის 23 მაისი.
№4796–Iს