„ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 24 ნოემბრის №3697–IIს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4086
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-22
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 24 ნოემბრის №3697–IIს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

,,ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 24 ნოემბრის №3697–IIს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ,,ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 24 ნოემბრის №3697–IIს დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირების თაობაზე“;

ბ) ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. რატიფიცირებულ იქნეს ვარშავის 2005 წლის 16 მაისის ,,ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია.

2. კონვენციის მოქმედება გავრცელდეს საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელზედაც საქართველო ახორციელებს სრულ იურისდიქციას.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2006 წლის 22 დეკემბერი.

№4086–რს

კრებსითი — სრული ვერსია