საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3994
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-22
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშგების აუდიტორად დაინიშნოს აუდიტორული ფირმა შპს ,,დელოიტ ენდ ტუში“ – საერთაშორისო აუდიტორული ფირმის ,,დელოიტ ტუშ ტომაცუს“ წევრი.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 116820 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარებში.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აუდიტორულ ფირმასთან შპს ,,დელოიტ ენდ ტუშთან“ გააფორმოს ხელშეკრულება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე  მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2006 წლის 22 დეკემბერი.

№3994–რს

კრებსითი — სრული ვერსია