რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3578
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-10-24
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების  მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შესწავლის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. შეიქმნას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 3 თვის ვადით.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 15 წევრით.

3. კომისიის წევრობის კანდიდატები წარდგენილ იქნენ 2006 წლის 26 ოქტომბრამდე.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე     მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2006 წლის 24 ოქტომბერი.

№3578–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია