საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს შორის ქ. თბილისში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროს სტატუსის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს სტრასბურგის 2000 წლის 12 ივლისის ურთიერთგაგების მემორანდუმი ,,საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროს სტატუსის შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2006 წლის 25 ივლისი.
№3507–რს