საქართველოს მთავრობის
დადგენილება №234
2009 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „თევზჭე-რის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართვე-ლოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ლიცენზიის მოქმედების ვადა
ლიცენზია სამინისტროს მიერ გაიცემა ათ წლამდე ვადით. შიდა წყალსატევების შემთხვევაში შესაძლებელია თევზჭერის ლიცენზიის გაცემა არა უმეტეს ოც წლამდე ვადით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური