საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადამდე გაუქმების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 მარტის №199 ბრძანებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 მარტის №199 ბრძანებულება ,,ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადამდე გაუქმების შესახებ“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2006 წლის 16 მარტი.
№2750-Iს