საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 თებერვლის №173 ბრძანებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის, ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 239-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 თებერვლის №173 ბრძანებულება ,,ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2006 წლის 28 თებერვალი.
№2681–Iს