,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
168
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-09-18
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-18
სარეგისტრაციო კოდი
00.0.00.000000
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №168

2009 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის   №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს “ხ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

“ხ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ადასტურებს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობას;“.

2. 41 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს “დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია