საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საერთო-სახელმწიფოებრივი და სახელმწიფოებრივი ქონების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2005 წლის 1 სექტემბრამდე განსაზღვროს და საქართველოს პარლამენტს წარმოუდგინოს საერთო-სახელმწიფოებრივი და სახელმწიფოებრივი ქონების ნუსხა.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საერთო-სახელმწიფოებრივი და სახელმწიფოებრივი ქონების ნუსხიდან ობიექტის ამოღების ან მასში თითოეული ცვლილების შეტანის თაობაზე შესაბამისი განმარტებით აცნობოს საქართველოს პარლამენტს.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2005 წლის 24 ივნისი.
№1798-რს