საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს (რომელიც წარმოადგენს ირანის გაზის ეროვნულ კორპორაციას – ი.გ.ე.კ.) შორის ირანის ისლამური რესპუბლიკისადმი საქართველოს ვალის მესამე რესტრუქტურირების შესახებ“ დამატების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს თბილისის 2005 წლის 23 აპრილის დამატება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს (რომელიც წარმოადგენს ირანის გაზის ეროვნულ კორპორაციას – ი.გ.ე.კ.) შორის ირანის ისლამური რესპუბლიკისადმი საქართველოს ვალის მესამე რესტრუქტურირების შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2005 წლის 15 ივნისი.
№1645–Iს