საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1428
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-19
სარეგისტრაციო კოდი
00000000.00(0).000.000000
საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს:

ა) შეისწავლოს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა საკონსულო სამსახურებში საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის არსებულ პრაქტიკაში შექმნილი მძიმე ვითარება, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეთა ღირსების შელახვის, მათთან არაკორექტული მოპყრობის ფაქტები და სხვა დარღვევები;

ბ) გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები საქართველოს მოქალაქეებისათვის მოქმედი სავიზო რეჟიმის ოპტიმიზაციის, ასევე ლეგალური შრომითი მიგრაციის შესაძლო კვოტირებისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების დაჩქარების მიზნით.

2. საქართველოს მთავრობამ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული პრობლემების საზღვარგარეთის ქვეყნების მთავრობათა დონეზე მოსაგვარებლად.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე             ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2005 წლის 22 აპრილი.

№1428–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია