საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის დანაშაულის, კერძოდ, მისი ორგანიზებული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე შეთანხმების ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დამატებითი ოქმის“ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს ათენის 2004 წლის 3 დეკემბრის „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის დანაშაულის, კერძოდ, მისი ორგანიზებული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე შეთანხმების დამატებითი ოქმი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
№1117–Iს