საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით) და ნიდერლანდების „ING ბანკს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულების“ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს „საქართველოს (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით) და ნიდერლანდების „ING ბანკს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულება“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2005 წლის 25 მარტი.
№1214–Iს