საქართველოს ეროვნული ბანკის 2004 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
785
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-02-04
სარეგისტრაციო კოდი
0000000.00(0).000.000000
საქართველოს ეროვნული ბანკის 2004 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ეროვნული ბანკის 2004 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2004 წლის ანგარიშგების აუდიტორად დაინიშნოს აუდიტორული ფირმა ,,დელოიტი“ – საერთაშორისო აუდიტორული ფირმის ,,დელოიტ ტუშ ტომაცუს“ წევრი.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 114083 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარებში.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2004 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აუდიტორულ ფირმასთან ,,დელოიტი“ გააფორმოს ხელშეკრულება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2004 წლის 23 დეკემბერი.

№785–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია