„კორუფციის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის ხელმოწერისა და რატიფიცირების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
633
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-15
სარეგისტრაციო კოდი
00000.00(0).000.000000
„კორუფციის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის ხელმოწერისა და რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„კორუფციის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის ხელმოწერისა და რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია; ამდენად, აუცილებელია დაიხვეწოს ქვეყნის კანონმდებლობა, კერძოდ, მასში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამის სფეროში მოქმედი საერთაშორისო და რეგიონალური დოკუმენტების მოთხოვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,     

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით უზრუნველყოს „კორუფციის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2003 წლის 31 ოქტომბრის კონვენციის ხელმოწერა და სარატიფიკაციოდ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2004 წლის 9 დეკემბერი.

№633–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია