საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
620
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2005-02-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვასთან დაკავშირებით დაისვა საკითხი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შესწავლის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 216-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაევალოს საქართველოს კონტროლის პალატას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შესწავლის მიზნით არაგეგმური რევიზიისა და შემოწმების ჩატარება.

2. ამ დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნული რევიზიისა და შემოწმების პერიოდად განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ მიმართ განხორციელებული ბოლო გეგმური რევიზიისა და შემოწმების შემდგომი პერიოდი.

3. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ანგარიში ამ დადგენილების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და ჩატარებული არაგეგმური რევიზიისა და შემოწმების მასალები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას 2005 წლის 15 აპრილამდე.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 თებერვლის დადგენილება №988 - სსმ III, №27, 09.03.2005 წ., მუხ.246

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

 

თბილისი,

2004 წლის 26 ნოემბერი.

№620–IIს

შეტანილი ცვლილებები:

 1. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 თებერვლის დადგენილება №988 - სსმ III, №27, 09.03.2005 წ., მუხ.246

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია