,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ დამტკიცებასა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის№31 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
116
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ დამტკიცებასა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის№31 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №116

2010 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ დამტკიცებასა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის                      19 თებერვლის №31 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ დამტკიცებასა და მის შესრულე­ბასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2009 წლის 19 თე­ბერვლის №31 დადგენილებით დამ­ტკი­ცებულ „იაფი კრედიტის“ პროგ­რამის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. თუ ფონდი მიიღებს დასაბუთებულ ინფორმაციას, რომ სეს­ხის ბენეფიციარი საწარმოს მიერ წარდგენილი მოთხოვნის უზ­რუნ­ველყოფის საშუალება ვეღარ უზრუნველყოფს სესხის დაფარ­ვას, ბენეფიციარი საწარმო ვალდებულია მოქმედი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება შეცვალოს უზრუნველყოფის სხვა საშუალებით ან დამატებით წარადგინოს უზრუნველყოფის სა­შუა­ლება.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                        ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია