საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში დამატებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ბატალიონის და ერთი ასეულის მონაწილეობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
თანხმობა მიეცეს საქართველოს პრეზიდენტს ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ამერიკის შეერთებული შტა-ტების მე-4 მექანიზებული დივიზიის შემადგენლობაში დამატებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ბატალიონისა და ერთი ასეულის მონაწილეობაზე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 9 ნოემბერი
№563–IIს