საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
502
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

 საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

საქართველოში სამშენებლო პროცესის სრულყოფისა და მისი მომწესრიგებელი ნორმების ერთიან სისტემაში მოყვანის, აგრეთვე მშენებლობასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხთა ნორმატიული მოწესრიგების მიზნით,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. შემუშავებულ იქნეს საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტი, რომელშიც მოდიფიცირებული სახით თავს მოიყრის მშენებლობის პროცესის ამჟამად მარეგულირებელი კანონების ძირითადი დებულებები, რომლებიც თავის მხრივ სხვადასხვა დროს არის მიღებული და რომელთა ნორმების უმრავლესობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებთან ერთად 2008 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს წარმოუდგინოს „საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტი.

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 1 მარტის დადგენილება №2689 - სსმ III, №36, 20.03.2006 წ., მუხ.436

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 23 მაისის დადგენილება №4796 - სსმ III, №82, 14.06.2007 წ., მუხ.872

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 26 ოქტომბერი.

№502–IIს

შეტანილი ცვლილებები:

 1. საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 1 მარტის დადგენილება №2689 - სსმ III, №36, 20.03.2006 წ., მუხ.436

2. საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 23 მაისის დადგენილება №4796 - სსმ III, №82, 14.06.2007 წ., მუხ.872

 

 

კრებსითი — სრული ვერსია