საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
523
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-29
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგინოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯთაღრიცხვის პროექტი.

2. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2004 წლის 10 ნოემბრამდე უზრუნველყოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის დასამტკიცებლად წარდგენა.

3. 2005 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუდმივ თანამშრომელთა საშტატო განრიგისა და ხელფასის კოეფიციენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 6 მარტის №131-IIს დადგენილება.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 26 ოქტომბერი.

№523–IIს

კრებსითი — სრული ვერსია