,,შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში ვაუჩერის საშუალებით სამედიცინო მომსახურების მიწოდების ღონისძიებათა შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
115
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში ვაუჩერის საშუალებით სამედიცინო მომსახურების მიწოდების ღონისძიებათა შესახებ“

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №115

2010 წლის 24 აპრილი

 ქ. თბილისი

შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში ვაუჩერის საშუალებით სამედიცინო მომსახურების მიწოდების ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბამოსილე­ბი­სა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად:

    მუხლი 1.

 შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგ­ნებათა ფარგლებში მიზნობრივი ჯგუფისათვის ვაუჩერის საშუ­ალებით სამედი­ცინო მომ­სახურების მიწოდების მიზნით სა­ქარ­თველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინისტროს მიენიჭოს სამედიცინო ვაუჩერის პირო­ბების (მათ შორის, ვაუჩერის მიმღები ორგანიზაციების ნების გამო­ხატვის, ვაუჩერის გაცემის წესების, სამედიცინო მომსა­ხურე­ბათა ნუს­ხის, ვაუჩერის ღირებულების, აგრეთვე ვაუჩერის გა­მო­ყენებასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხე­ბის და სხვ.) განსაზღვრის უფლებამოსილება.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია