მუდმივმოქმედი საპარლამენტო და საპარლამენტთაშორისო დელეგაციების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
114
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-06-04
გამოქვეყნების თარიღი
2004-07-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
მუდმივმოქმედი საპარლამენტო და საპარლამენტთაშორისო დელეგაციების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

მუდმივმოქმედი საპარლამენტო და საპარლამენტთაშორისო დელეგაციების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე და 228-ე მუხლების შესაბამისად:

1. შეიქმნას მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები შემდეგ საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან:

– დსთ-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა;

– ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (5 ადგილი);

– ევროკავშირი (საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი) (5 ადგილი);

– ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (4 ადგილი);

– ნატოს საპარლამენტო ასამბლეა;

– შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (5 ადგილი);

– სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ინიციატივა.

2. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განსაზღვროს ადგილთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები სხვა საპარლამენტო დელეგაციებში და დასამტკიცებლად წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს.

3. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უახლოეს პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად წარმოადგინოს მუდმივმოქმედი საპარლამენტთაშორისო დელეგაციების უფლებამოსილების, შექმნისა და საქმიანობის წესი.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე     მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2004 წლის 4 ივნისი.

№114–Iს

კრებსითი — სრული ვერსია