საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის შესახებ” კონვენციასთან შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
საქართველოს შეურთდეს სტრასბურგის 1990 წლის 8 ნოემბრის კონვენციას „ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის შესახებ”.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 17 თებერვალი.
№3345-რს