საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს ლისაბონის 1958 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმება „ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ”.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 17 თებერვალი.
№3343-რს