,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის 2003 წლის ფინანსური თანამშრომლობის რეპროგრამირების და ახალი თანხმობა-რეგიონალური ელექტროგადაცემის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3239
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-01-14
გამოქვეყნების თარიღი
2004-01-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის 2003 წლის ფინანსური თანამშრომლობის რეპროგრამირების და ახალი თანხმობა-რეგიონალური ელექტროგადაცემის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის 2003 წლის ფინანსური თანამშრომლობის რეპროგრამირების და ახალი თანხმობა-რეგიონალური ელექტროგადაცემის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს ,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის 2003 წლის ფინანსისური თანამშრომლობის რეპროგრამირების და ახალი თანხმობა-რეგიონალური ელექტროგადაცემის შესახებ” შეთანხმება.

2. საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, „სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაიდოს ქვესასესხო ხელშეკრულებები, რომლებიც წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული საქართველოს პარლამენტის სათანადო კომიტეტებთან.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი            გ. წერეთელი

თბილისი,

2004 წლის 14 იანვარი.

№3239–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია