საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3117
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2003-11-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს 2004 წლის 4 იანვარს.

2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 89-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეშვეობით უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, უზრუნველყოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი                             გ. წერეთელი

თბილისი,

2003 წლის 25 ნოემბერი.

№3117–რს

კრებსითი — სრული ვერსია