საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ნებისმიერ გარემოებაში სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 ოქმის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს „ნებისმიერ გარემოებაში სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის ვილნიუსის 2002 წლის 3 მაისის მე-13 ოქმი.
2. საქართველო აცხადებს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის სრულ აღდგენამდე საქართველოს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ ტერიტორიებზე კონვენციის მე-13 ოქმის დებულებების შეუსრულებლობისათვის.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2003 წლის 24 აპრილი.
№2110–IIს