საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს ენერგეტიკის დარგში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
საქართველოს ენერგეტიკის დარგში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა ერთი წლით.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 6 დეკემბერი.
№1840–Iს